Thursday, March 17, 2011

The sheep will watch us come undone.





მე დიდი გოგო გავიზარდე.


დიდი გოგოები დილით ადრე დგებიან და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე საუზმობენ.
დიდი გოგოები დილაობით ლამაზ კაბებს იცვამენ, ლამაზ მანქანებში სხდებიან და ლამაზი კალიგრაფიით აწერენ ხელს ლამაზი ქალაქების კიდევ უფრო გალამაზების გეგმებს.
დიდი გოგოები საღამოებს კარგი წიგნების და დაბალკალორიული იოგურტის კამპანიაში ატარებენ.
დიდი გოგოები დიდ და ფუმფულა ლოგინებში მშვიდად იძინებენ.
დიდ გოგოებს მალინიანი ჩაი და ცინიკოსი ამერიკელების დაწერილი ბესტ-სელერები უყვართ.


დიდი გოგოები დახმარებას არ საჭიროებენ
ან თუ საჭიროებენ, იმის ტრაკიც აქვთ რომ ითხოვონ.
დიდი გოგოები ღორებივით არ თვრებიან პარასკევობით.
დიდი გოგოები საყვარელ ადამიანებს გულს არ ტკენენ მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ყოფნა უნდათ.
დიდი გოგოები არ დასცინიან დამხრჩვალ და რადიაქტიულ იაპონელებს.


ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, რომ კარგი ადამიანების და ნამდვილი შოკოლადების ჭარბი რაოდენობა სულაც არ არის სასურველი მაშინ, როცა ყველაფერი დადებითი სურვილს გიჩენს აგურის კედელს თავით შეეხეთქო.
და რომ ლოგინში მოწევა საშინლად არაჰიგიენური სიამოვნებაა.

არა, გაზაფხული სულაც არ მოსულა, ჯერ კიდევ ძალიან ცივა და ბანალურ მცენარეებს სულაც არ დაუწყიათ თავიანთი ბანალური მეტამორფოზები.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჩემი ფეხები იცვლება თქო რომ გითხრათ, დამიჯერებთ?

4 comments:

  1. Feels like you're about to recall something, but can't remember what exactly.. Damn..

    ReplyDelete
  2. uceb rom wavikitxe "did gogoze" posti, megona me rasac vfiqrobdi, imas werdi. ucnauri damtxvevaa :))) cota sxvanairad, maram mec msgavsad vfiqrobdi, ukve didi gogovar da didigogoebi blablabla aketebenmetqi :)

    ReplyDelete
  3. nick_el_son - sounds intriguing ) P.S. kakie ludi ))

    babisa - miyvars damtxvevebi, an is rasac damtxvevebs edzaxian :D

    ReplyDelete
  4. დიდი გოგოები უფრო მალე გადიან ბოლოში, ცხოვრების ბოლოშიც (იმიტომ, რომ ბევრს ფიქრობენ)

    ReplyDelete