Friday, December 31, 2010

ღმერთები და ნაბიჭვრები.




გზაჯვარედინზე ვდგავარ თვალდახუჭული.

ყველაფერი კარგი - been and gone.

პოზიტივი გამითავდა. დამრჩა მხოლოდ დესტრუქციული სარკაზმის უზარმაზარი ტომარა და

ერთი ბოთლი არაყი მაცივარში.

სანტა კლაუსებს და კეთილ ფერიებს არასოდეს ავიწყდებათ ზოლიანი კანფეტები და ბროლის ქოშები

სამაგიეროდ, არავის ახსენდება დღესასწაულებზე საჩუქრად მოგვიტანოს ერთი შეკვრა გამძლე ნერვები ან ნატურალური ოპტიმიზმით სავსე ქილა.


ადამიანები მიდიან ენ. დიდი გოგო ხარ, დროა შეეგუო.


როცა ისწავლი მოცემულობების მარტივად მიღებას, იქნებ მერე მაინც შეძლო ღიმილი როცა სულაც არ გეღიმება

სიჩუმე მაშინ, როცა ღრიალი გინდა

და ნაბიჭვრების ღმერთებისაგან გარჩევა.

* * *

ადრე ერთ ამერიკელ პროფესორს ვუთხარი, თქვენი ერის ყველაზე დიდი პრობლემა პრობლემების არქონაა მეთქი.

იმდენად დაიბნა, ღიმილი პირზე შეაცივდა და დიდი ხანი თვალმოუშორებლად მიყურებდა.

მერე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ფარდობითობაზე და შევთანხმდით, რომ მშიერი ბავშვები მესამე მსოფლიოს ქვეყნებში შეიძლება ისევე მწვავედ განიცადო, როგორც მედისონ სქვეარ გარდენის კიბეებზე მოტეხილი ქუსლი.

ალბათ მართლა აუცილებელია, რამე ძალიან ცუდი მოხდეს შენს ცხოვრებაში, რომ ფეხებზე დაიკიდო მომატებული კილო-ნახევარი, გადასაყენებელი ვინდოუსი და უპასუხო ეს-ემ-ესები.

ახალი წელი კი აუცილებლად მოვა, შუშხუნებით, შამპანურებით და გოზინაყებით.

პახმელიით თუ უპახმელიოდ.

ჩვენით თუ უჩვენოდ.

ჰოდა შენ, ახალო წელო, ბუნდოვანო და მაინც სულ ცოტათი იმედიანო, რამდენიმე ბანალური რამ მინდა შენგან.

მოწყენილობამდე მშვიდი თებერვლის საღამოები

მოულოდნელად კარგი ადამიანები უიმედობების ჟამს

და ცოტა მეტი ძალა, გაღმერთებული ნაბიჭვრების და განაბიჭვრებული ღმერთების ერთმანეთისგან გასარჩევად.

10 comments:

  1. და ცოტა მეტი ძალა, გაღმერთებული ნაბიჭვრების და განაბიჭვრებული ღმერთების ერთმანეთისგან გასარჩევად.

    kargeeeeeeeeea momwonxar ;;)

    ReplyDelete
  2. არავის ახსენდება დღესასწაულებზე საჩუქრად მოგვიტანოს ერთი შეკვრა გამძლე ნერვები ან ნატურალური ოპტიმიზმით სავსე ქილა. +1000
    არამარტო მაგ ფრაზას: )) )

    ReplyDelete
  3. "chveni drois gmiri"....

    ReplyDelete
  4. Zalian momwons!!! vina xar Ann?

    ReplyDelete
  5. Me Facebookze vpostav shens leqsebs da minda vicode vin xar... :))))))))

    ReplyDelete
  6. es chemi meilia da momwere:) Makaazia@gmail.com

    ReplyDelete
  7. es chemi meilia, momwere:) makaazia@gmail.com

    ReplyDelete