Friday, April 1, 2011

In her hopes of creating a horrible zombie.




მერე რა, თუ ამ დამპალ გაზაფხულში ჩვენი ადგილი არ არის და ეს საპნიანი დღეებიც თავქუდმოგლეჯით ხუნდებიან.

სამაგიეროდ ჩვენ ტუშის ახალი კალმები გვაქვს და სიმღერებს ჩვენთვის ლამაზძუძუებიანი, თვითმკვლელი ნიმფები წერენ.

მერე რა, თუ ჩვენ თვითონაც არ გვჯერა, ისე ვიმეორებთ სულელურ მანტრებს და ვყლუპავთ საზიზღრად უგემურ ჩაის

სამაგიეროდ ყოველ საღამოს გვაქვს ლეგიტიმური უფლება ვიყოთ მომაკვდინებლად ცინიკურები.

და სანამ ყოველდღიურობა ყოველგვარი ტაქტის გარეშე გვესვრის სახეში წვეტიან ფაქტებს, ჩვენც ადრე თუ გვიან, ძალდატანებით თუ ძალდაუტანებლად ვსწავლოთ ტრაკში შევიტენოთ ბავშვობაში ნანახი კაბასავით უგემოვნო და კრემიანი ნამცხვარივით მიმზიდველი ოპტიმიზმები.

ბანალურმა მცენარეებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ბანალური მეტამორფოზები
და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემს ფანჯარასთან გაქუცული და ორტოტიანი ნაძვი დგას მხოლოდ.

არანაკლებ ბანალურმა ადამიანებმაც ამოალაგეს დაზოგილი ნერვები და ემოციები და გამაღიზიანებლად ნამდვილი სიხარულით ბედავენ და უხარიათ გამაღიზიანებლად უმნიშვნელო ფლაქთუეიჟენები.

სინამდვილეში კი ლურჯი ტაბლეტი, ისევე როგორც წითელი, უბრალოდ ცარცგარეული ანალგინია.

მთავარი კი ის არის, რომ ჩემი წითელსახურავებიანი და ყველაზეგემრიელგუბეებიანი ქალაქი ნელნელა, ფეხაკრეფით მოიძურწება ჩემკენ.

მანამდე კი მე რა, თავში ქვა გიხლიათ.

No comments:

Post a Comment