Monday, November 29, 2010

მას ძლიერ უყვარს იისფერ თოვლის





და თუ ოდესმე გავბედე და დაბერება გადავწყვიტე,
დამპირდი, რომ სამჯერ მომიკაკუნებ მხარზე და მაშინვე ყველაფერი გამახსენდება.
მე მინდა ჩემი სანიშნე იყო.
ნოემბრის ბოლოს ვერ ჩავკეცავ, ძალიან მიყვარს.

სანიშნეები ბევრი მაქვს, ყველაზე ახლოს - ველასკესის რომელიღაც ნახატიანი.
ეგოცენტკირ-ვონაბი ვარ.
მაშინაც კი, როცა უკანმოუხედავად ვანგრევ და საზარელი მონოტონობით წრეზე ვიცვლები.

თქვენ თითქმის სინქრონულად მოყლუპავთ შეგრილებულ ჩაის და სალაპარაკო აღარაფერი გვექნება სხვისი რელიგიის, სხვისი სექსისა და სხვისი ფეილების გარდა.

გუშინ დამესიზმრა, რომ ჩემი ოთახი ათქვეფილი ნაღებით იყო სავსე.
შენ სავარცხელი გეჭირა და ჭერიდან ჩამოშვებულ აბლაბუდებს ვარცხნიდი.
მე საქმიანად დავაბოტებდი და გიმტკიცებდი, რომ მწვანე ჩარჩოიანი სათვალეები მხოლოდ წითურებს უხდებათ.

ადამიანების სახეები სრულიად გაურკვეველი ფორმულით მელექებიან ტვინში
ყველაფერი ძველის კარგად დავიწყების კურსებზე დავდივარ და
ჩემი საყვარელი საქმიანობების სიაში ცემინება მესამე ადგილზეა.

გამარჯობა ბენჯამინ, მე ანი მქვია და სამამდე ვითვლი.

ისინი კი ორნიღა დარჩნენ.
გაუცინარი ჯუჯა-კლოუნი და მიამიტთვალება, უგნური ცხვარი.
ყველაზე ფერადი ბოზი გუშინ დაასაფლავეს.

შეიძლება ოდესმე ავიტანო კიდეც მის საფლავზე მარმელადები, მაგრამ თავს ვერ დავდებ, ნოემბრის ბოლოდან მხოლოდ ველასკესი მემახსოვრება.

No comments:

Post a Comment