Friday, February 12, 2010

Shh.

იცი რა მინდა?

ზაფხული მინდა. ოფლიანი და ცხელი.

ძველი ჯინსებით, ნოტიო თმებით და ჩალის ცხელი, ცხელი ქუდებით.

სადმე მივდიოდეთ მინდა. შოოორს...

უკანა სავარძელზე ერთი ბლოკი მარლბორო გვეგდოს, მე ხელში ტეკილას დაუცლელი ბოთლი მეჭიროს და

საბარგული ფულით გვქონდეს გატენილი.

ბინძურ მოტელში მინდა გავჩერდეთ, შხაპი ერთად მივიღოთ და შუადღის მზეში, ღორებივით გამოვიძინოთ.



რომ გაგვეღვიძება, ერთმანეთზე შეწებებულებს, უგემურად მოვწიოთ თითოც და წასვლის წინ, წიხლით ჩავამტვრიოთ მატყუარა, ჟმოტი აპარატი.

გზაში დაგვაღამდეს მინდა და

კოცონი დავანთოთ სადმე, გზის პირას.

ჩხრიალა გველები ავაცვათ ჯოხებზე, შევწვათ და ვჭამოთ.

ისეთი ამბები მოვყვეთ, სიბნელეში ყველაზე ძალიან რომ გჯერა და

მეორე დღეს, მზის შუქში რომ გრცხვენია ხოლმე.

წასვლის წინ შარდით ჩავაქროთ ცეცხლი და ჩხრიალა გველების საჩხრიალოები

ჩვენს მომავალ ბავშვებს წავუღოთ.

მე მხარზე თავს დაგადებ და გეტყვი, რომ ყველაზე გემრიელი ხარ.

შენ ღიმილს თითებით ვიგრძნობ და

ყველაზე ნარინჯისფერი მზის სუნი გექნება დაჭორფლილ მხარზე.

ჩემი თმების რდილი უკვე მერამდენედ, მედუზა გორგონნას პროფილს მოგვაგონებს და

აჰჰ. შევეცით მაია ასათიანს.



მერე კი ისევ ძელებურ, ჩვენებურ რუტინას დავუბრუნდებით.

მე - ზამთარს, შენ - მე და ზამთარს ერთად.

კვირაობით ისევ გავსკდებით ძილით და ერთმანეთით და

საღამოობით ისევ ერთმანეთის სუნი გვექნება გაყინულ თითებზე.

ისე, მარლბოროს მოწევდა კაცი...







2 comments: