Friday, April 2, 2010

Dream on.



სიზმრებში გადავცხოვრდი. აი ასე, ავიღე, ბარგი ჩავალაგე და...

ჩემს სიზმრებში არასოდეს არაფერი ხდება უბრალოდ.

ჩემმა სიზმრებმა ყოველთვის ჩემზე მეტი იციან.

ჩემზეც, შენზეც და ჩვენზეც.

მე კი ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე, სიზმრებს დავუჯერო.

თავიდან არ ამომდის ის სქელი და მსუყე იისფერი, შენს იისფერს რომ ძალიან ჰგავს და დილის ექვსამდე ფერებს რომ მწოვს საფეთქლებიდან.




ჯერ კიდევ მჯერა, რომ გჯერა და განიცდი. ჯერ ისევ ვფიქრობ, რომ სამყაროში არაფერი იკარგება და ნუ დამიმტკიცებ საპირისპიროს, რა.

არაფერი მინდა იცოდე, ისედაც საკმარისზე მეტი გეცოდინება, თუ ოდნავ მაინც გესმის ცოტათი, საჭიროზე სულ სულ ოდნავ მეტი.

მე უცილებლად წამოგყვები მაკონდოში თუ დამპირდები, რომ წითელ ჭიანჭველებს შენს თავზე აიღებ.

და თუ ჩემს დაღლილ ქვეცნობიერს დავუჯერებთ, აუცილებლად ისე იქნება ყველაფერი, როგორც... ან დაახლოებით მაინც.

გამბედაობას გისურვებ, ადამიანო.

ზედმეტად გიცნობ... )

No comments:

Post a Comment