Monday, October 31, 2011

Памятников нет.



რაღაც რომ დამთავრდა და სანამ რაღაც დაიწყება, არის ასეთი ადგილი.
ჩემი არაადექვატური მეგობრები ამბობენ რომ მე ყველაფრის უკიდეგანოდ გართულება მიყვარს.
და მერე ვბრაზდები. ისე უცებ და ისე ძალიან, საფეთქლები მიცხელდება და ფოკუსი მერევა.
და მივდივარ სასეირნოდ. წიგნით და ყავის ჭიქით, აი რომელიღაც ფილმში რომ უეჭველი გინახავს ისე, ისევე ვჯდები ბალახზე როგორც რომელიმე მსახიობი და ველოდები, როდის მოვა ვინმე ცოტათი შეუხედავი, დარტყმული ტიპი და როგორ მეტყვის რომ ხშირად მხედავს აქ და ასეთს და რა ლამაზი ვარ და როგორი ლამაზი შვილები გვეყოლება. დარტყმულ ტიპს როგორც წესი აგვიანდება და მე მოვდივარ უკან, ერთი ჭიქა ყავით, ათი გვერდით და ორი ღერით უფრო ამაყი, ვიდრე მანამდე.

მძინავს ბევრი და ხშირად და მაგრად. ძალიან, ძალიან უცნაური სიზმრები მესიზმრება. გუშინ მაგალითად ნახევრად გახრწნილი ფერადი ქალი ვიყავი. ფეხი მქონდა ლურჯი და ბნელ აბაზანაში მეძინა. და სულ, აი სუუულ მგონია ხოლმე რომ თავი უნდა გავიმართლო. დილაობით ჩავდივარ და ვზივარ, რომ დედამ დამინახოს და სულ ვფიქრობ რომ აი დედა აი აი აი არ ვარ ავად დედა. დედამ არ იცის. რა იცის დედამ. არც მე არ ვიცი და ვზივარ ასე, ყავის ჭიქით და დიდი თვალებით.

მერამდენე ნოემბერი მიხარია. აი, ამ დროს მესმის ხოლმე ყველაზე ხშირად
მძიმე ხასიათი აქვს მაგას. ეგ არის მძიმე. ხასიათი აქვს მძიმე. მძიმეა.
არ ვარ მძიმე. მშვიდი ვარ. საშიშად მშვიდი და საშიშად ფხიზელი.

აცივდა და ჩაცმული ვწვები. მერე ნაწილ-ნაწილ ვიხდი საბნის ქვეშ, ზურგი სულ თბილი მაქვს და ტერფები სულ ძალიან ცივი.

იაპონელებს უყვართ ბრინჯი.
ამერიკელებს - ბურგერები.

მე პეტერბურგში მინდა.

10 comments:

  1. ah, anytime ) ubralod mosawyeni tipi var sakmaod, cotas vlaparakob da bevrs vewevi

    ReplyDelete
  2. mec minda heni gacnoobaa

    ReplyDelete
  3. ai daijereeb vici ro yovel dge ar postav maraa ar arsebobs ro davdjde da aq ar hemovidee aii ar arsebobbbsss

    ReplyDelete
  4. @Ann:mosatskeni, rom xar, amashi siamovnebit tviton davrtsmundebodi. motsevit ki, mec bevrs movtsev da agar shematsuxebs ))

    ReplyDelete
  5. "მძინავს ბევრი და ხშირად და მაგრად..." მომეწონა.
    პ.ს.პეტერბურგში რა გინდა???:)

    ReplyDelete
  6. @Anonymous vaih :S didi didi madloba

    @Ekaterine ya tolka za, shegvizlia rame ara an tundac alcoholuri davliot :D

    @Arsen v piter ezdyat skuchat i pisat lubovnye stikhi ))

    ReplyDelete
  7. @Ann:dedamitsis romel naxevarsperoshi xar?
    shegidlia meilzec mipasuxo, tu ak ar ginda ))ekaterine.buckley@gmail.com

    ReplyDelete
  8. es chemi sayvareli postia. uamravjer maqvs wakitxuli. saertod, dzalian kargad wer. ai, shentvis. titqos sakutar tavs uyvebode am ambebs. kvirashi ramdenimejer vamowmeb shens blogs.

    kargia rom arsebob.

    ReplyDelete
    Replies
    1. Mailze ar momdis komentarebi, shemtxvevit vpoulob xolme, es exla vnaxe da vzivar bednieri ) martla chemtvis vwer da zalian mixaria tu mogwons. Madloba )

      Delete