Friday, November 11, 2011

Cigarettes And Whiskey And Wild, Wild Women




გაანძრიე ტრაკი.
მე ბურჟუაზიული წარმონაქმნი ვარ.
კარგი ბიჭი და ცუდი გოგო - ბანალური კომბინაცია.

დაიბანე ხელები ჭამამდე და ჭამის მერე.
მე გამოუსწორებელი პედანტი ვარ.
საშუალოზე ოდნავ მეტი ბედნიერება - როგორც ცხოვრება მოიტანს.

არ მომაქციო აუცილებელ მინიმუმზე მეტი ყურადღება.
გულის სიღრმეში ხომ ყოველთვის მომაკვდავ გედს ვთამაშობ.
ვიღაც უკეთესი, რაღაც ახალი - მოწყენილობისგან რომ არ დავიხოცოთ.

გადაიწერე პირჯვარი ეკლესიას რომ დაინახავ.
გაითეთრე კბილები და დაკავდი სპორტით.
გაიხანგრძლივე ცხოვრება, რომ მანქანამ სრულიად ჯანმრთელი გაგიტანოს.

დაჯექი ფანჯარასთან ღვინის ჭიქით და მუხლებზე - კატით,
შენ თავაწეული ესთეტი ხარ.
თვალი აარიდე მკვდარ ცხოველებს გზაზე რომ ყრიან,
შენი დელიკატური თვალების და არისტოკრატული საჯდომის ხათრით.

აღნიშნე რა სწრაფად იზრდებიან სხვისი ბავშვები,
ოღონდ შესაფერის წრეში, ბანალურ სირად რომ არ ჩაგთვალონ.
ორაზროვანი სიბრძნეები გამოიზოგე, მკვდარი ახლობლები და ნორჩი დედმამიშვილები დაიფიცე, სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაიხურე.

მე ვეცდები არ ვიმსჯელო ობიექტურად, თვალი ავარიდო გზის სავალ ნაწილზე დაყრილ მკვდარ ცხოველებს და ექვსი საათის მერე სრულიად უნამუსოდ გავსკდე ნახშირწყლებით.

მსოფლიო არასოდეს დაიჯერებს რომ მარტო ყოფნა და ცინიკური თვითდაკნინება ჰომო საპიენსის გააზრებული არჩევანია.
მსოფლიოს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ფეხებზე ჰკიდია
დაიბან თუ არა ხელს მოფსმამდე და მოფსმის მერე და
რომელ სიგარეტს შეაფუილებ სულის სარკეში გვერდზე მჯდომ სუსტ სქესს,
მელანქოლიისკენ მწვავედ მიდრეკილი მიზანთროპი ხარ თუ თრუმან კაპოტეს კითხულობ ძილის წინ.

მერე? მერე არაფერიც არ იქნება
ისევ მოკვდებიან და დაიბადებიან და თუ ღმერთი სწამთ, დაიბანენ ამ დამპალ ხელებს ჭამამდე და მოფსმის მერე.

გულის სიღრმეში ხომ ყოველთვის მომაკვდავ გედს ვთამაშობ.
კარგი ბიჭი, ცუდი გოგო - ცხოვრებამ მოიტანა.

1 comment:

  1. am dilit vinatre posti shengan da aha! ))
    "გადაიწერე პირჯვარი ეკლესიას რომ დაინახავ.
    გაითეთრე კბილები და დაკავდი სპორტით.
    გაიხანგრძლივე ცხოვრება, რომ მანქანამ სრულიად ჯანმრთელი გაგიტანოს".
    aris ragac cheshmariti am abzacshi!

    ReplyDelete