Monday, May 23, 2011

White Russian is what bastards drink on mondays.


ჩვენ პატარა, მაგრამ ნათელ სახლში ვიცხოვრებდით.
დილაობით ცივ რძეს პირდაპირ პაკეტიდან დავლევდით
საღამოობით - არაყს, პირდაპირ ბოთლიდან.
დილაობით ნახევრად შიშვლები გამოვიხეხავდით კბილებს
საღამოობით კი შენს საცვლებს ჩემს გეტრებს შევუხამებდით.
ძილის დროს სულ ოდნავ, ცხვირის წვერით შემეხებოდი ზურგზე
მე შენი სუნი მექნებოდა თითებზე და თმებზე.
შაბათ საღამოებს სახლში გავატარებდით, შავი იუმორით და თითო ჭიქა თეთრი რუსით.
დაძინებამდე შენ დამაჯერებლად მომიყვებოდი ისტორიებს შენს მოსაწყენ ბავშვობაზე, მე თავს მხარზე ჩამოგადებდი და მეორე დღეს სულაც არ მემახსოვრებოდა რა ერქვა შენს წითურ, სამფეხა კატას.
სამაგიეროდ არასოდეს დამავიწყდებოდა როგორ გენთებოდა თვალები, როცა თმას ყურზე მიწევდი და სიგარეტს პირდაპირ სახეში გაბოლებდი.

არა ბენჯამინ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდით ბედნიერები.
მაგრამ მომაკვდინებელი სიმძიმით ვიცი რომ შევძლებდით.
ბანალურ ბუდნებს ცხელი შოკოლადით გავიხალისებდით და ორივეს გვექნებოდა მჩხავანა ტკივილები უკუღმა ჩაჭედებულ სულებში.

ახლა? ახლა შენ ჩემი ლაპარაკის მხოლოდ მესამედი გესმის
სამაგიეროდ ბარძაყებზე ძალიან ლამაზ, ღია ცისფერ ნათითურებს მიტოვებ.

3 comments:

  1. benjamenma tqva, xshirad momweros xolmeo :))

    ReplyDelete
  2. mixaria rom gipove.. rakargad wer <3 momwonss

    ReplyDelete