Monday, December 20, 2010

contagious. we are.





დიდი გოგო რომ გავიზრდები და ბევრი ფული მექნება, ჩემთვის ერთ მშვიდ, ფრანგულფანჯრებიან ქუჩას ვიყიდი და უსასრულოდ ვიბოდიალებ ხოლმე საღამოობით.

მანამდე კი სხვების ქუჩებზე დავბოდიალობ, ბევრს ვიღიმი და შოკოლადის კრუასანების სუნი დამყვება.
ჩემი ბანალური მელანქოლიები ესეთ დროს ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე, ლოყებგაყინულს და სახელოებჩამოქაჩულს.

ცვლილებებია. ძველი და ახალი ხალხები გოგლიმოგლებივით ითქვიფებიან და საფეთქლებს მტკენენ
მხოლოდ დილებია ერთნაირად რძიანი და სასურველზე ცოტათი ტკბილი.

ახლა კი მთვალი ვარ და ყველაზე კარგად მეწვის მოკბეჩილი ნებისყოფები. მერე რა, შეცდომები და დედის ტრაკები ხომ ყველაზე კარგად გვახსენდება ფხიზლებს და უპონტოებს.

მერე ვნანობთ და ვცვლით და ვეღარც ვცვლით და გვტკივა და გვრცხვენია, არადა აჰჰ, ალკოჰოლი.

გავა,აბა სად წავა.

ბენჯამინი ჩემს მოქსოვილ სვიტერს გაიხდის და ეკალს დააყრის მსუყედ მომშვიდო ბედნიერებისგან.

შენ გაყინულ ზეწრებში ორთქლით გამითბობ მუცელს და მზერა აგემღვრევა.


მე რძეს და ორცხობილას დავუტოვებ საშობაო ელფებს.

მეტი გვინდა რამე?

მხოლოდ ლინდგრენი, დამღლელად ნელი მოძრაობები და ნაკვერჩხლებჩაფშვნილი თვალები.

3 comments:

  1. ნაკვერჩხლებჩაფშვნილი თვალები

    ReplyDelete