Sunday, September 19, 2010

Seven stubborn sons of bitches


ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც უნდა იყოს.
მე სოციალური ცხოველი გავხდი.
ბენჯამინი ისევ იქ არის, საიდანაც ჩემი ემოციური ტურბულენტობები იღებს სათავეს.
ისევ ინიციატივოჰოლოკი ვარ და
ისევ შენი ბეჭებია ჩემი ჩრდილოეთი.
ისევ ვკაიფობ დაძაბულობებით და
ისევ ყველაფერი მაქვს გარდა საჭირო აღქმების.

ვიცი რომ აქ ხარ, გამოდი.
ერთად, ბედნიერი სახეებით წავუშალოთ ერთმანეთს ცარცით გავლებული საზღვრები და მერე ხმამაღლა დაგცინებ აბაზანაში.

არა, მე საერთოდ არ მინდა ბედნიერება.
მხოლოდ სიგარეტის სუნი თმებზე და საშიშად წყნარი ტონი.
ბანალურად უხერხული დამთხვევები ათასში ერთხელ და
შენს მხრებზე დალაგებული ჩემი ფეხები.

მე სულ ეს ვარ. შენ კი ხორცი ხარ.
უცნაური კრეტინობები ხომ ყოველთვის ყველაზე მარტივად ხდება.

1 comment:

  1. Love this post. რა საკაიფო ბლოგია.

    ReplyDelete