Monday, April 5, 2010

Bottled Violence.


მოიშორე სულიდან ეგ ყალბი ოპტიმიზმი, შენი ზომა არ არის.

არ იცოდე მაინც, რომ ყველაფერი ზუსტად ისევ ისე იქნება.

ყოველ ღამით იწვება ჩვენს შორის გუდრონივით შავი სიზარმაცე,

შენ არ შეეშვები მძიმე ირონიას და

მეც ისევ ხმამაღლა, ბოროტად დაგცინებ.

ისევ დავიჭერთ ველურ მუზებს სხვის ტკივილებში და

ჩალეწილ შუშებზე ხრაშუნით ვივლით შიშველი ფეხებით.

ჩასაქნევად გამზადებულ ხელზე ბაფთებს გაგიკეთებ და

უგულო ცინიზმში ორივეს ისევ ცხოვრება გვაჯობებს.

და როცა მიხვდები, რომ ძალადობა გულისამრევად სექსუალური გასართობია,

კანიბალიზმის სრულყოფილი აქტი იქნება ჩვენი შეხორცება.






2 comments:

  1. მადლობა : ) ჩემია, ყველაფერი ჩემია აქ...

    ReplyDelete