- One unread text message
- ღამე გაღვიძება სახურავზე წვიმის კაკუნისგან
- სასურველზე ოდნავ უფრო ტკბილი ყავა, ან ბოლოს დარჩენილი, ყველაზე გემრიელი ყლუპი
- პალტოს ჯიბეში შემთხვევით ნაპოვნი ხურდა
- დილით რომ მაღვიძარაზე ნახევარი საათით ადრე გაგეღვიძება
- შენს სახლთან ვარ, ჩამოდი.
- ძველი მეგობრები ქუჩაში, შემთხვევით
- მოხუცი, ხელჩაკიდებული წყვილები
- დაუმსახურებელი ღიმილები
- საყინულეში დავიწყებული ნაყინი
- პარასკევი საღამოები
- ნაცნობი სიმღერები რადიოში
- თონის პურის სუნი
- გამოცდის შემდეგი დღეები
- დატოვებული სიგარეტი
- იყოს, დღეს მე გავრეცხავ ჭურჭელს
- ჩაის თბილი ჭიქა
რომელიმე მინდა - )
აი ღამის გაღვიძების, ანუ მეორე პუნქტის რა გითხრა, მაგ დროს ყოველთვის ყაჩაღების შემოვარდნის მეშინია (ბავAშვობიდან)... ისე ყველა პუნქტი ძალიან სასიამოვნოა. არაა აუცილებელი რამე გრანდიოზული მოვლენა მოხდეს დღის განმავლობაში, სასიამოვნო დღისთვის ესეთი simple pleasure-ებიც საკმარისია :)
ReplyDeleteკიდევ დავამატებდი:
კომპლიმენტი: 'როგორ გამხდარხარ'
ბლოგზე კომენტარი
ბევრი 'კოცნი' :D
და ა.შ :)
18მდე შევამცირე, ერთ-ერთი ბლოგზე კომენტიც იყო : ) და ნუ ”როგორ გამხდარხარ” რაღათქმაუნდა : D
ReplyDeletepacacuna sixarulebi...:)
ReplyDeleteroca tovs da fifqebs saxes ushvers
da
cvimashi fanjarase ro zixar da pink floyds usmen...
pink floyd არა მაგრამ დღევანდელი საღამო, წვიმიანად, მმმმ...
ReplyDeleteაუ რა მაგარი სიხარულებია ;;)
ReplyDeleteმე დავამატებდი:
*თქვენი ბალანსი შევსებულია (რაც მეტი,მით უკეთესი) ლარით.
*ღამის 2 საათზე მამიკოს მოტანილი ჩიფსები და ტკბილეულობა.
*დილით 'მისი' სმს–ით გაღვიძება.
*თვიური რომ მოგირჩება ზღვაზე წასვლის წინ :)
მეძინება და მეტი არ მაფიქრდება... ა,ხო, ზამთარში დამღლელი დღის შემდეგ ცივ ლოგინში შეგორება :)
:D
ReplyDeleteprincipSi Se Cemnairo
ReplyDeleteპრინციპში შე ჩემნაირო