Thursday, September 10, 2009

God, save the Queen.

პირველად, 2006 წლის ზაფხულში შევხვდით.
თუმცა, ამაში გაუთვალისწინებელი ძალების ჩარევას სხვას არაფერს, თუ არა ბედს მივაწერ.
იმ პერიოდში ჩემი მობოიფრენდო ელემენტის ხილვით აღშფრთოვანებულმა დედაჩემმა ისტერიკით დამირეკა, ერთ კვირაში მიდიხარ და გაემზადეო.
ასე რომ, გმადლობთ ჩემო აწ უკვე მელოტო, ოდესღაც ხუჭუჭა მეგობარო.
ძნელია იმ ემოციების გადმოცემა... კხემ.
ნუ ძნელი რა. თავიდან არ გავგიჟებულვარ, თან სტილი მქონდა მაშინ (ალბათ) ეგეთი, არაფერი, არავინ და არასდროს არ გამკვირვებოდა.
რაღა დასამალია და გამიკვირდი და
თითქმის, თითქმის ერთი ნახვით შემიყვარდი.
თითქმის იმიტომ რომ
ის, რაც თავიდან ვნახე, შენ არ იყავი.
შენ მერე, ნელ-ნელა შემოიპარე, მთელი შენი პრელესწებით და აჰჰ
ახლაც კი (აი აქქ მოუხდა ახლა) გული მიჩუყდება ამ შეხვედრის გახსენებისას.
სრული ერთი თვე ეიფორიაში ვიყავი
შენ თავიდან არაფერი გეტყობოდა.
საკუთარ სტილს არ ღალატობდი და შენებურად, გრილი და ცვალებადი იყავი.

მეორე შეხვედრა სულ სხვა იყო.
მაშინ პირველად გადააბიჯე საკუთარ ბოზურ სიამაყეს და მთელი შენი ბებერი, ნესტიანი ძვლებით გულში ჩამიკარი.
მეც მაშინ, პირველივე დღეს მივხვდი რომ
ეს შენ იყავი. ის ერთადერთი.
სწორედ მაშინ გავაანალიზე როგორ მიყვარდი.
მიყვარდა ზედმეტად ცხიმიანი და უგემური მწყემსის ღვეზელიც კი.
რძიანი ჩაი და ზედმეტად ამაყი, ზედმეტად შენებური შენიანები.
მთელი ეს მსუყე, მწვანე ნესტი და
ნისლი. აჰჰ. ნისლიც.
სველი და წებოვანი აქცენტი მათი,
ყველაზე მჟღერი ვალუტა - ფუნტი
და ავტობუსის ყველაზე მეგობრული მძღოლები.
წითელი ღვინო ყოველ საღამოს
ოღონდ აჰჰ, მედიდურად არა
თბილი ლუდი, არამწეველი ფაბები და
ყველაზე გემრიელი და საშიში, შაბათის საღამოები.


რა შუაშია პოლი, ჯონი, რინგო და ჯორჯი
რა შუაშია ფეხბურთი და კრიკეტი. აჰჰ. არა, არა.
არც თვით ლლონდონი, ნოტინგ ჰილებით და პიკადილის ბოზებით
ეს უბრალოდ, მარტივად შენ ხარ.
საშინლად მწვანე და
რწყევამდე ჩემი.




7 comments:

  1. .))))))))))))))))))))

    ReplyDelete
  2. იუჰუუუუუუუუუუუუუუუუ :–)

    ReplyDelete
  3. ასე მგონია, ყველაფერი მეორდება, hell =))

    ReplyDelete
  4. au, ra gemrieli da alali postia...
    dzalian momecona <3

    ReplyDelete