Tuesday, September 8, 2009

Other Lives

ხშირად მინდა ხოლმე სხვა ადამიანი ვიყო. სულ, 100%ით სხვა, სხვაგან და სხვანაირი.
ვიყო კოლუმბიელი ნარკობარონი, მქონდეს ბანჯგვლიანი მკერდი და იაფფასიანი მეძავის კალთაში ვტიროდე საღამოობით.
ვიყო პურიტანo, ან თუნდაც კათოლიკე მონაზონი, სხვისი ემოციებით უარყოფითად დამუხტული და დაღარული, უგრძნობი შუბლით
ვიყო ჰიჯრა, ორსახა და ორსქესა, ინტერნეტით რომანს ვაბამდე ვინმე ლამაზთვალება ონანისტთან და მიყვარდებოდეს
ვიყო ბოშათა ბანაკის ნამუსახდილი ბარონი და ცოლ-შვილს სამათხოვროდ ვუშვებდე ვარაზისხევზე
ვიყო მეძავი, მეგობრის პროგრამისტ ძმაზე უიმედოდ შეყვარებული და შიდსიანი
ვიყო ბავშვი, უკანონო, მაგრამ მაინც, ყველაზე ზარმაცი და ნიჭიერი.
ვიყო პარიზში შემთხვევით მოხვედრილი კამბოჯელი ზანგი, სტარბაქსის ყავით ხელში


* * *


ნეტავ, რომელიმე მათგანს რომ დღეს ჩემი მომღიმარი ფიზიონომია დაენახა ქუჩაში, გამიღიმებდა?

2 comments:

  1. კამბოჯელი ზანგი სტარბაკსის ყავით ხელში =)))))

    ReplyDelete
  2. me ramdenime kviris cin amovicheme ro vinme narkotilebse damokidebuli iaponelivit ro gamoviyurebode,magalitad ioko onosavit da iseti filmebis koleqcias vagrovebde,romelshic satvaleebs an linzebs simboluri datvirtva aqvt,gadasarevi tu ara,ufro saintereso mainc iqneboda...:D

    magram kolumbieli narkodileric karga jgers :D

    ReplyDelete