Monday, September 21, 2009

ориджинал Ба

" As you grow older, you'll find the only things you regret are the things you didn't do "


5 საათია.
ვზივარ მონიტორთან გაშტერებული სახით და რაღაცას ვკითხულობ.
გვერდზე ოთახიდან ფაჩუნი მესმის.
გავდივარ და

ბებო. გუშინდელ ნადაბადებისდღეებს ალაგებს.

ბებო ადრე კარებში მხვდებოდა და მსუნავდა, სიგარეტს ხო არ ეწევიო.
ცოტა მერე ჩემს საფერფლეებს დედაჩემს უმალავდა.
ცოტა მერე მე და ბებო ერთად ვიჯექით სამზარეულოში, ჩემს კენტს ვაბოლებდით და თან კარებისკენ ვაპარებდით თვალს.
ბაბუს ვემალებოდით.

ბებოს გაუკვირდა, როცა წარბი გავიხვრიტე.

მერე რომელიღაც მეზობელს ეჩხუბა თურმე, შენ კრეტინ შვილიშვილს მიხედე ლიფტიდან ხურდებს რო იპარავსო.

ბებოს ეხლა ჩემს გარდა 5 შვილიშვილი ჰყავს.

მე5 კლასამდე სკოლაში მაკითხავდა და არასოდეს დაზარებია ჩემთვის იმის ახსნა, თუ საიდან ჩნდებიან ბავშვები.

ოღონდ ხანდახან ავიწყდებოდა ბოლოს რა მითხრა და მეც
ხან კომბოსტოში მპოულობდნენ, ხანაც მარწყვში.

დღეს მე და ბებო ქალიშვილობის ინსტიტუტს მიწასთან ვასწორებთ.

მე რომ ძალიან კარგი შვილიშვილი ვიყო, ჭურჭელს გავურეცხავდი მაგრამ
მე უბრალოდ კარგი ვარ და
უბრალოდ ვეხმარები.
მერე ვაბოლებთ და ვიშლებით.

როცა მე აქ ვრჩები, ბებო ყოველ დილით კარტოფილს მიწვავს.

როცა ჩემთან მოდის, თავის საყვარელ შოკოლადს მიუჯდება ხოლმე და
ცდილობს გმირულად, ბოლომდე დალიოს
ჩემი მოხარშული, მიმწვარი ყავა.

მერე რა, თუ არ ესმის რატომ არ მიყვარს კოსწია და
რატომ ვუსმენ მუსიკას ხმამაღლა.

6 comments:

  1. too big, did't read


    :/

    arada saintereso dasawyisi hqonda rac cavikitxe )

    ReplyDelete
  2. ra sayvareli iqneba warmomidgenia :D

    ReplyDelete
  3. არის :უსერ: მართლა

    ReplyDelete
  4. უკვე შემიყვარდა შენი ბებო :) ბებოები უსაყვარლესები არიან, სულ მიკვირდა იმ ბავშვების რაღაც ცუდად რო ლაპარაკობდნენ მათზე :|
    მენატრება ჩემი ბებო :( ეგეთი იყო ზუსტად :(

    ReplyDelete
  5. საყვარელი ბებო :)

    ReplyDelete
  6. sul cavikitxe da dzaan magari postia.
    chemi bebo cota sxvanairia, magram mainc mikvars. da imasac vukvarvar. :)

    ReplyDelete