Thursday, September 9, 2010

bore you away




უღმერთოდ დავიღალე, ბენჯამინ.
იცოდე მაინც, როგორ მომბეზრდა გემოგასული ემოციები და ჩემივე დადგმული ამაზრზენად სრულყოფილი მელოდრამები.
ყელში ამომდიან ჩემი ოპიუმიანი ტკივილები და შენით დამნაშავე ორგაზმები
საუბრები ფროიდსა და პაგანინიზე, უნიჭო პრელუდიები და უგემური კოცნები
ალკოჰოლიკი რომეოები და ერთჯერადი ადამიანები
ნახმარი გამოხედვები და ნაფტალინიანი სიყვარულები
შენი ტყუილები და ჩემი სირრრული თავგანწირვები.

მე აღარასოდეს გაკოცებ ლავიწის ძვალთან ისე, რომ დილამდე გამყვეს შენი კანის მწკლარტე მხურვალება.
შენ აღარასოდეს ჩაგეღვრება კალთაში პეშვად ჩემი წებოვანი და სქელი ეიფორია.
მე აღარასოდეს შემოგილაგებ გარშემო ჩემს ავხორც სიზმრებს და აღარასოდეს გავიშლი თმას ასე გატაცებით.
შენ ვეღარასოდეს ამოყვები ჩემს მსუყე კონტურს სალოკი თითით და ვეღარასოდეს გამივსებ მუცელს ნოტიო პეპლებით.

ერთიც დამისხი, ბენჯამინ
ერთიც დამისხი და დავიძინოთ.

1 comment:

  1. eee...ra kargia!
    ra nacnobia es kvelaperi!
    dgis pirveli shualedi gadamirchine!

    ReplyDelete