ჩემთვის პი არასოდეს ყოფილა სამი მთელი თოთხმეტი.
არ მქონია არც ერთი კონსტანტა და ნულზეც უნაშთოდ ვიყოფი ხშირად.
სტატისტიკა ჩემი დანახვისას და ალბათობების ტრაკში რტყმით მოუსვლელში გარბის.
ჩემს სიდიდეებში არც მოდაა და არც მედიანა.
პლიუს და მინუს უსასრულობებს შორის კიდევ ერთი დიიდი უსასრულობა ამომდის.
ჩემი მოცემულობებით არ იხსნება არც ერთი განტოლება.
დისკრიმინანტები თავზე ჩამომალპნენ და ტოლობები რწყევით სკდებიან ჩემს წითელ ტუალეტში.
მერე მოვლენ ვიღაც რენდომ სირები და მეტყვიან, რომ რაღაც ისეთივე მარტივია, როგორც ორჯერ ორი.
ტრაკში გაიკეთეთ თქვენი რაციონალურად ბანალური ფორმულები, ბატონებო.
ეეეეეეე მომეწონააააააა :))))))
ReplyDeleteგმადლობ : )
ReplyDeleteტრაკში გაიკეთეთ თქვენი რაციონალურად ბანალური ფორმულები, ბატონებო. - zustad
ReplyDeletebravooooooooooooooooooooo ! :)
ReplyDelete++
ReplyDelete