Friday, August 13, 2010

მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამ წყება...





მთელი მსოფლიო მხრებზე მაწვება და ჩემივე ძვლების ნაფშვენებში ვიხრჩობი, ბენჯამინ.

ჩემი ბედნიერებით გაბერილი წურბელების სისხლში დავჭყაპუნობ და თვალების დაჩიჩქვნამდე მტკივა უშენო მძორი.


შენი საფეთქლების მომჟაო სუნი სახეში მირტყამს ყოველ შუაღამეს და უკვე მერამდენე ღამეა ვცდილობ, ამ წებოვანი ტვინიდან ამოგარწყიო.

გახრწნილი ვირთხის სუნივით გაჟღინთე ჩემი ყოფიერება და სადისტური ღიმილით საკვერცხეებს მიფეთქებ კვირაში ორჯერ.

ამაზრზენი სიკვდილით მოგკლავდი, ბენჯამინ.

მაგ ცინიკური ნაპერწკლების ჩაქრობამდე გირტყამდი თვალებში აი, ამ კალამს

გამთენიისას საზარელი ნეტარებით ვისაუზმებდი შენი თითებით და

ჩემს სისხლიან თმას გადაგაფარებდი ნატკენ მკლავებზე.

შემდეგ ბოზი ქვრივივით ამაყად და შემაძრწუნებელი სილამაზით გიგლოვებდი მთელი ოთხი დღე

და როცა ნელი, ჩუმი და მყრალი სიკვდილით დაგაკვდებოდი

ეს დედამოტყნული სამყაროც გაგვათავებდა.


ჩვენ კი ვიყავით, ვართ და ვიქნებით.

მე როგორც ყოველთვის, გაუსაძლისი ზათქით მინდიხარ.
და სანამ შენი იმპოტენტი ამპარტავნებით მე ძუძუები ჩამომალპება
მოდი რა.
მოდი.

1 comment: