Tuesday, May 24, 2011

If you pardon my French.




სახეები და სახელები და გამარჯობაროგორხარები და თითები და ტუჩები და მხრები.
და რაღაც რომ ჩაგკივის - შეცვალე!

კითხვები და პასუხები და კარგი ტიპები და ცუდი გოგოები და ორიკოვზიშაქრები.

და შეცვალე რამე. შეცვალე რამე.

შეცვალე საცხოვრებელი ადგილი, პროფესია, თმის ფერი, ჩაცმის სტილი და სისხლის ჯგუფი, შეცვალე ტკბილადგასახსენებელი ადამიანები და საყვარელი მწერლები.

შეცვალე დილის ზარმაცი ინდიფერენტულობები და საღამოების მხოლოდ დაშვებით განამდვილებული მუცლისპეპლებითგამვსები იქნებები.

შეცვალე შიშები და ოცნებები და რასვერაპატიებსაყვარელადამიანსები, შეცვალე რაგინდაგამოხვიდეები და დიდიგოგორომგავიზრდებიები.

შეცვალე კალიგრაფია და ჯდომის და წოლის და დგომის მანერები, შეცვალე მაღალყელიანი გეტრები და ორაზროვანი ღიმილები.

შეცვალე ბრედპიტები და ჯონიდეპები და წითელი პომადები და მალინისფერი კედლები.

შეცვალე ყოველდღიური რიტუალები და მშვიდი ჩაები და დილის ყავები.

შეცვალე ფერადი სიზმრები და ბავშვობისდროინდელობით აქოთებული კოშმარები.

შეცვალე პირველი სიყვარულები და ბოლო სექსები.

შეცვალე დედა და მამა, შეცვალე იური გაგარინი და ზიგმუნდ ფროიდი.

შეცვალე ხმის ტემბრი, თვალის, კანის ფერი და პოლიტიკური შეხედულებები.

შეცვალე თვალები და ტუჩები და მხრები და სახელები და სახეები.

მერე გაჩერდი, უკან მოიხედე და მშვიდად მითხარი, რომ დაიღალე.


იქნებ მერე მაინც დაიჯერო, რომ ადამიანები არ კვდებიან.
ადამიანები თავდებიან და ჩამქრალი თვალებიდან იპარებიან, მორცხვი აპათიით.

6 comments:

  1. ადამიანები თავდებიან :) პლანეტა მოსაწყენია მთელი თავისი შაბლონური შტამპებით და მე სხვაგან წასვლის არანაირი ალტერნატივა არ მაქვს.’შეცვალეც’ ძნელია და ასე.

    ReplyDelete
  2. ა ნადა ბი. ადნო რადუიეტ, მეტს ვწერ ხოლმე ასეთ პერიოდებში

    ReplyDelete
  3. დედამიწიდან უნდა გადაცხოვრდე მაშინ... :)
    პ.ს. მომეწონა!!

    ReplyDelete
  4. ertaderti rac ar unda shecvalo sheni genialurobaa.
    dzalian mometsona!

    ReplyDelete
  5. ე რა მაგარ ადგილას მოვედი :)

    ReplyDelete